
ჰეკატეს ბაღი - თანამედროვე სივრცე ანტიკური კოლხური მითოლოგიის შთაგონებით
Starring Georgia's ეკოსისტემის ახალი ნაწილი, შეკვეთილში მდებარე ჰეკატეს ბაღი, ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიძლება უძველესი მითოლოგიის თანამედროვე სივრცით გამოცდილებად გარდაქმნა.


Starring Georgia's ეკოსისტემის ახალი ნაწილი, შეკვეთილში მდებარე ჰეკატეს ბაღი, ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიძლება უძველესი მითოლოგიის თანამედროვე სივრცით გამოცდილებად გარდაქმნა.

“ცალკეული მუსიკა და ჟღერადობა არ იმსახურებს ერთ სივრცეში გამოკეტვას, ზოგჯერ მას უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება. როდესაც წვეულება ღია ცის ქვეშ იმართება, გარემო მუსიკას ახალ შრეებს უმატებს. რა თქმა უნდა, მიყვარს კლუბებში დაკვრა, მაგრამ მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას დაკვრა და ამ პროცესის საუნდტრეკის შექმნა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.”

ოვიდიუსის ეპიკურ თხზულებაში, „მეტამორფოზები“, გვხვდება ერთი გამორჩეული მონაკვეთი: შუაღამისას, სასახლიდან მარტო გამოსული, ფეხშიშველი და თმაგაშლილი კოლხი მედეა ვარსკვლავებისკენ ხელაპყრობით სთხოვს სამსახოვან ჰეკატეს, ჯადოქრობის მფარველ ქალღმერთს, მიეახლონ და შეეწიონ მის ხელოვნებასა და შელოცვებს.

არგონავტების მითი ალბათ ყველას გვსმენია. ეს არის ბერძენი გმირების ისტორია, რომლებმაც იასონის მეთაურობით დიდი ქარტეხილები გაიარეს და კოლხეთის სამეფოში ნანატრი ოქროს საწმისის წასაღებად ჩამოვიდნენ.