President & Chairman of the Board
ამიკო ჯანელიძის სახელი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში 20 წელზე მეტია ცნობილია. ჯერ კიდევ 90იან წლებში, მაშინ როდესაც ქართული ჰიპ-ჰოპ კულტურა იქმნებოდა, მისი ერთ-ერთი მთავარი პიონერი ამიკო ჯანელიძე იყო, რომელმაც 2000-იანი წლებიდან კარიერა მუსიკალური პროდუსერობით გააგრძელა. დღეს კი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური გამოცდილებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
ამიკო ჯანელიძე Black Sea Arena-ს განვითარების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს შექმნა, რომლის პრეზიდენტისა და ბორდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ამიკო ჯანელიძე Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორიცაა, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.
Vice Chairwoman of the Board & Creative Vision Lead
ციცი იაშვილის გასართობ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება უკვე 20 წელს ითვლის. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მასშტაბური არტისტის ჩამოყვანა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა. სანამ Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელი გახდებოდა ქვეყნის არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა თუ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო, რომლებიც საქართველოში პირველად განხორციელდა და ერთგვარ რევოლუციურ ხასიათს ატარებდა.
ციცი იაშვილი Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა და Starring Georgia-ს პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახდა. ციცი იაშვილის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებაც, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.
Chief Executive Officer
თამარ ჩხაიძის კარიერა Black Sea Arena-ში იურისტის პოზიციაზე, 2016 წლიდან დაიწყო. ძლიერი ანალიტიკური გამოცდილებით, ის სწრაფად გახდა გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომელმაც Black Sea Arena-ს ორგანიზაციული და სტრატეგიული საფუძვლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2024 წლიდან კი Starring Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.
Vice Chairman of the Board
ნოდარ ტრაპაიძე ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი პროფესიონალი კადრია არტისტების მენეჯმენტში, რომელიც Starring Georgia-ს გუნდს 2023 წელს შემოუერთდა. ამ ხნის მანძილზე დაგროვებული გამოცდილებით იგი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა, რომელიც ახალგაზრდული ენერგიით და თანამედროვე იდეებით მუდმივად სიახლეებით ავსებს ჩვენს თითოეულ პროექტს.