SG
Starring Georgia – მთავარ როლში საქართველო
about-us-image-mobile
Starring Georgia რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და გასართობ-შემეცნებით გამოცდილებებს აერთიანებს.
about-us-description-image-mobile
STARRING GEORGIA-Მ, ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘᲗ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲝᲑᲘᲗ, ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ, ᲓᲘᲓᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘ ᲨᲔᲘᲢᲐᲜᲐ.
მთავარ როლში შოუები
Starring Georgia-ს ფარგლებში ქვეყანამ ათობით მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლა, რომელთა შოუებზეც ასი ათასობით მელომანი გააერთიანა.
მთავარ როლში
არტისტები
about-us-images
about-us-images
about-us-images
ჩვენი ᲛᲘᲖᲐᲜᲘა ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔᲝᲑᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐᲓᲘ ᲐᲠᲢᲘᲡᲢᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐᲪ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ ჯერ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲠ ჩაუტარებიათ. ასე ირჩევა Starring Georgia-ს თანავარსკვლავედი, რომლის ჩამონათვალში შემავალი ვარსკვლავების რიცხვი ყოველ წელს იზრდება.
about-us-gallery
Imagine Dragons
about-us-gallery
Guns N'Roses
about-us-gallery
Empire Of The Sun
about-us-gallery
OneRepublic
about-us-gallery
Scorpions
about-us-gallery
The Killers
about-us-gallery
Jungle
მთავარ როლში პლანეტა
პირველად საქართველოში, ღონისძიებებზე მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები დავაინიცირეთ, შეგროვებული პლასტმასის ბოთლები კი ეკომეგორულ დამტენებად ვაქციეთ.
Starring Georgia-ში ვაცნობიერებთ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და დედამიწის წინაშე, რის გამოც მუდმივად ვისწრაფვით ბუნებაში მავნე ზემოქმედების შემცირებისკენ და წლიდან წლამდე, არაერთ მწვანე სიახლეს ვნერგავთ. განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ 2025 წლიდან Black Sea Arena სრულად აღიჭურვა მზის პანელებით, რომლებიც წლიურად, დაახლოებით, 750 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ჩვენს მიერ პლანეტაზე ზრუნვისთვის გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია, თუმცა არც ის მცირე ნაბიჯები გვავიწყდება, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა ან/და კიდევ უფრო მეტ მწვანე სიახლემდე მიგვიყვანს.
პრეცედენტები
განსაკუთრებულად საამაყოა ის რეკორდები და პრეცედენტები, რომლებიც ქვეყანაში პირველად Starring Georgia-ს მეშვეობით დაიწერა.
200 000
მელომანი
35 000
ტურისტი
8000
დასაქმებული ადამიანი
2000
მოხალისე
Starring Card
პირველი საბანკო ბარათი 43 000 მომხმარებლით
2 ჩარტერი
გაიყიდა Bruno Mars-ის კონცერტზე დასასწრებად
55 000 ბილეთი
გაიყიდა 6 საათში, Justin Timberlake-ს შოუზე
30 000 ბილეთი
გაიყიდა 7 საათში, Imagine Dragons-ის შოუზე
10 000 ბილეთი
გაიყიდა 2 საათში, Scorpions-ის შოუზე
Starring Georgia-ს ეკოსისტემა სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის სივრცეებს აერთიანებს, რაც პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს და რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცევა