
ფილარმონია დაარსების დღიდან იყო კულტურული ცენტრი, რომლის სცენაზეც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური და კულტურული ისტორია იწერებოდა. ეს ისტორია სავსეა საამაყო ფურცლებით, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობით და ბევრი მოგონებით. თუმცა, დღესდღეობით ფილარმონიის კარები საზოგადოებისთვის დახურულია, რათა ძალიან მალე უფრო ფართოდ გაიღოს და მიეგებოს ახალ კულტურულ ტალღებს. მისი უნიკალური წარსული კი მყარი ფუნდამენტია იმ მომავლისთვის, რომელიც წინ გველოდება.