SG
მუსიკალური
სკულპტურები
image

ფილიმონ ქორიძე

ფილიმონ ქორიძე ქართველი მომღერალი, პედაგოგი და ფოლკლორისტია, რომელიც 1829 წელს სამტრედიის რაიონში დაიბადა. 1864–1872 წლებში ის ვოკალურ ხელოვნებას მილანში, ფ. რონკონისთან ერთად დაეუფლა. იმავე პერიოდში ის "ლა სკალას" აუდიტორიის წინაშეც რამდენჯერმე წარსდგა და იტალიური პრესის ქებაც დაიმსახურა. 1872 წელს ფილიმონ ქორიძემ გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (რიო –დე–ჟანეირო) მრავალი საოპერო სცენა და შემდეგ კი კორიჯიოს ფსევდონიმით ისევ იტალიაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1881 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და აქტუალურ საზოგადო მოღვაწეობას შეუდგა გახდა რა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
image

ჰამლეტ გონაშვილი

“საქართველოს ხმად” აღიარებული მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა. მისი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი თეატრალურ სწავლის დროს რექტორმა მიხეილ კვესელავამ აღმოაჩინა, რომელმაც ჰამლეტს ურჩია სიმღერით პროფესიულ დონეზე დაინტერესებულიყო. 1953 წელს ჰამლეტ გონაშვილი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1969 წლიდან ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავი” შეუერთდა. ანსამბლის რეპერტუარი ხშირად სწორედ ჰამლეტისპერსონაზე იყო აწყობილი, რადგან მისი განუმეორებელი ხმის ტემბრი და ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.
image

ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორია, რომელიც 1890 წელს ოზურგეთში დაიბადა.
image

იოჰან სებასტიან ბახი

იოჰან სებასტიან ბახი ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად მიიჩნევა. ბახი აიზენახში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. იმის გამო, რომ 10 წლის ასაკაში დაობლდა, მისი აღზრდა უფროსმა ძმამ, იოჰან კრისტოფ ბახმა იკისრა, რის შემდეგაც მან მუსიკალური განვითარება ლიუნებურგში განაგრძო, სადაც ლიუნებურგის წმ. მიხეილის ეკლესიის გუნდის წევრი გახდა. 1703 ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახმა თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ, მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა და ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორღანისტი გახდა. სწორედ აქ შექმნა მან თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე „კაპრიჩო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“ (1704).
image

რევაზ ლაღიძე

რევაზ ლაღიძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც 1921 წელს ბაღდათის რაიონში დაიბადა. 1939 წელს მან თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. თავდაპირველად რევაზ ლაღიძე სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებში ვიოლინოზე უკრავდა, მოგვიანებით კი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე გახდა, რის პარალელურად პედაგოგიური საქმიანობაც დაიწყო.
image

ვანო სარაჯიშვილი

"საქართველოს ბულბულად" აღიარებული მომღერალი ვანო სარაჯიშვილი 1879 წელს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 8 წლის ასაკში მანდ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლა დაიწყო, სადაც მოსწავლეთა გუნდშიც მღეროდა.
image

ლუჩიანო პავაროტი

ლუჩიანო პავაროტი (1935-2007) სახელგანთქმული იტალიელი ტენორია, რომელიც 1935 წელს ქალაქ მოდენაში დაიბადა. ის სამართლიანად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერის მომღერალად
image

ჯანსუღ კახიძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი და მომღერალი ჯანსუღ კახიძე 1935 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1954 წელს მან დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლა, პარალელურად კი ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლაში (საფორტეპიანო განყოფილება) სწავლობდა
image

ბითლზი

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ბენდი "ბითლზი" 1960 წელს ქალაქ ლივერპულში ჩამოყალიბდა. ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის შემადგენლობით ლივერპულელმა ოთხეულმა ერთი დეკადის განმავლობაში პოპულარული მუსიკის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
image

ლუი ამსტრონგი

ლუი ამსტრონგი (1901-1971) ამერიკელი მესაყვირე, კომპოზიტორი და ვოკალისტია, რომელიც ჯაზის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად მიიჩნევა. მისი შემოქმედებითი საქმიანობა 5 ათწლეულს მოიცავს და დროის ეს მონაკვეთი ჯაზის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა.
image

ფრენკ სინატრა

ფრენკ სინატრა (1915-1998) ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც სამართლიანად სახელდება XX საუკუნის ყველაზე გავლენიან არტისტებს შორის. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია.
image

მაიკლ ჯექსონი

პოპ მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული მუსიკოსია, რომელმაც პოპ კულტურის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ჯექსონმა პროფესიონალური მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, The Jackson 5-ით დაიწყო, სადაც ის საკუთარ და-ძმებთან ერთად მღეროდა. წარმატებული დებიუტის შემდეგ, მუსიკოსმა საკუთარი სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და 1972 წელს პირველი ალბომი Got to Be There გამოაქვეყნა.
image

ელვის პრესლი

ელვის პრესლი სახელგანთქმული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელსაც ხშირად როკ ენ როლის მეფედ მოიხსენიებენ.
image

რეი ჩარლზი

რეი ჩარლზი ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალია, რომელმაც 50-იან წლებში აღმოცენებული სოულ ჟღერადობის პიონერად მიიჩნევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემოქმედება ერთნაირი წარმატებით კვეთს ბლუზის, გოსპელის და ქანთრის მუსიკალურ საზღვრებსაც.
image

ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპვარსკვლავია, რომელიც მუდამ თავის ფიქრებსა და აზრებს მუსიკის ენით ავრცელებდა მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარობა და ჩარტებში ლიდერობა.
image

ბობ მარლი

რობერტ ნესტა მარლი 1945 წელს იამაიკაში დაიბადა. მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.
image

მაილს დევისი

მაილზ დიუი დეივის III მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსია. საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი დეივისი ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე იყო.
image

ბარი უაითი

ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი ბარი ვაითი 1944 წლის 12 სექტემბერს ქალაქ გალვესტონში, ტეხასის შტატში დაიბადა. მისი აქტიური მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო, როდესაც Love Unlimited Orchestra-სთან თანამშრომლობა დაიწყო.
image

ჯეიმს ბრაუნი

ჯეიმს ბრაუნი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე და პროდიუსერია. ფანკის სულის ჩამდგმელი და მეოცე საუკუნის მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა„სოულის ნათლიად“ მიიჩნევა.
image

ედიტ პიაფი

ედიტ პიაფი საყოველთაოდ პოპულარულ უდიდეს ფრანგ მომღერლად მიიჩნევა. მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგაც კი სიმღერა “the Sparrow” შთამაგონებელია განურჩევლად ინტერესებისა, სქესისა და გემოვნებისა. ედიტის ყველაზე დიდი ძალა არ ყოფილა ტექნიკა, ან ხმის სიწმინდე, არამედ მისი სიმღერის უფილტრო, ვნებიანი ძალა.
image

ჯიმი ჰენდრიქსი

ჯიმი ჰენდრიქსი სულ ოთხი წელი იყო სუპერვარსკვლავი, თუმცა ამ პერიოდში მან გააფართოვა ელექტრო გიტარის საზღვრები იმაზე მეტად, ვიდრე ვინმე სხვამ მანამდე ან მის შემდეგ.
image

სტივი ვანდერი

R&B-ის კლასიკოსი, სტივი ვანდერი, ყველასთვის ცნობილი და ერთ-ერთი საყვარელი არტისტია. მას მცირე ასაკიდანვე მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ხმის გაძლიერებული შეგრძნება დაეხმარა ენერგიული, ფერადი მუსიკის შექმნაში. სიცოცხლითა და ამბიციებით სავსე სიმღერები მხიარული და ბედნიერია, მაშინაც კი, როცა ის რასობრივ, სოციალურ და სულიერ საკითხებს ეხებოდა.
image

ევგენი მიქელაძე

ევგენი მიქელაძე ქართველი დირიჟორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, რომელიც 1903 წელს ქალაქ ბაქოში დაიბადა. 1931–1937წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; 1932 წელს დააარსა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი; 1933–1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს; შესანიშნავად უძღვებოდა ორ დიდ საქმეს – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას
image

ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე დაიბადა 1928 წლის 12 აპრილს, ქ. ქუთაისში. 1947 წელს ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური მუსიკალური სკოლა დაამთავრა. 1947 – 1952 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა პროფესორ დავით ანდღულაძის კლასში.
image

2PAC

2Pac-ის კარიერის დასაწყისში საერთოდ არ იყო მოსალოდნელი, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული რეპერი გახდებოდა, თუმცა დღეს 2Pac შაკური ურბანული ამერიკის ერთ-ერთი ტრაგიკული სიმბოლოა. ის ჯერ Digital Underground-ში მოცეკვავე და ერთ-ერთი ჰიპ-ჰოპ არტისტი იყო. 1991 წელს სადებიუტო ალბომის - 2Pacalypse Now - გამოქვეყნების შემდეგ კი მალევე გახდა ცნობილი და ურბანულ დრამა Juice-შიც მიიღო მონაწილეობა.
image

დიმიტრი არაყიშვილი

ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი დიმიტრი არაყიშვილი დაიბადა 1873 წელს. 1894-1901 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა
image

ზაქარია ფალიაშვილი

1871 წელს, ქუთაისში, კათოლიკე მნათე პეტრე ფალიაშვილის მრავალშვილიან ოჯახში, მომავალი კომპოზიტორი ზაქარია ფალაიშვილი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ფალიაშვილებს შინ არანაირი მუსიკალური საკრავი არ ჰქონიათ, მრავალრიცხოვანდა-ძმათაგან რამოდენიმეს მუსიკის ნიჭი აღმოაჩნდა. ზაქარია 8 წლიდან მღეროდა კათოლიკური ეკლესიის გუნდში. აქვე მოზარდის სმენა ორგანმა გაიტაცა, რის შემდეგაც მასზე დაკვრას დაეუფლა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მან, მის ძმასთან, ივანესთან ერთად ლადო აღნიაშვილის ქართულ ეთნოგრაფიულ გუნდში დაიწყო სიმღერა.
image

ჯორჯ ბალანჩინი

მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბალეტმაისტერი, ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში.
image

ვახტანგ ჭაბუკიანი

ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს, ქ.თბილისში, ფიქრის გორაზე დაიბადა. მისი პირველი ბალეტის მასწავლებელი მარია პერინი იყო.
image

ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი

სახელგანთქმული ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი 1907 წელს დაიბადა. თავდაპირველად ის მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში და სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1926 წელს კი ქართული ხალხური ცეკვების სტუდია დაამთავრა
image

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

ფრენკ სინატრა (1915-1998) ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც სამართლიანად სახელდება XX საუკუნის ყველაზე გავლენიან არტისტებს შორის. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია.
image

ვანო მჭედლიშვილი, სამუელ ჩავლეიშვილი, სანდრო კავსაძე, ძუკუ ლოლუა

ვანო მჭედლიშვილი, სამუელ ჩავლეიშვილი, სანდრო კავსაძე და ძუკუ ლოლუა ქართველი მომღერლები და ფოლკლორისტები არიან, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული ფოლკლორული სიმდიდრის შენარჩუნებაში.
image

უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ჰიუსტონი პოპ მუსიკაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. ის პირველია, რომლის 7 სინგლიც ზედიზედ მოხვდა ჩარტების პირველ ადგილზე. "I Will Always Love You" კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სინგლად იქცა. ის ერთნაირი წარმატებით ასრულებდა სტილისტურად განსხვავებულ კომპოზიციებს: თანამედროვე ბალადებს, დენს-პოპს და სოულს, რითაც თაობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად იქცა.
image

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

The events of Beethoven's life are the stuff of Romantic legend, evoking images of the solitary creator shaking his fist at fate and finally overcoming it through a supreme effort of creative will. His compositions, which frequently pushed the boundaries of tradition and startled audiences with their originality and power, are considered by many to be the foundation of 19th-century musical principals.
image

ანო და ვანო

ეს ანო და ვანოა, მუსიკოსთა პარკის არამუსიკალური სკულპტურა, რომელიც პარკს 2022 წელს შემოემატა. ანო და ვანო არა კონკრეტული, არამედ ზოგადი სახელია, რომელიც ყოველ მკითხველს გამოხატავს, განსაკუთრებით კი პატარა მკითხველებს. ლიტერატურის სიყვარული ხომ ფანტაზიის განვითარებასა და სხვადასხვა სამყაროების აღმოჩენის შესაძლებლობაა, რაც ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის მნიშვნელოვანია.
[ ყველას ნახვა ]
პარკის შესახებ

შენი მეგობარი პარკი

image
მუსიკოსთა პარკის 21 ჰექტარზე გაშენებული გარემოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ გვხვდება ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სკულპტურები, რომელთა მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად ჟღერს მათ მიერვე შესრულებული მუსიკა. პარკის გარემოში ათობით უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი და ინტერაქციული სივრცეები მდებარეობს, რომლებიც პარკში დროის გატარების გამოცდილებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.
image
მუსიკოსთა პარკი რეკრეაციულთან ერთად შემეცნებით ფუნქციასაც ატარებს. რის გამოც, როგორც ფიზიკურად ასევე, ციფრულ სამყაროში ხშირად აინიცირებს სხვადასხვა ეკო პროექტებს, რითიც ცდილობს მისი ერთგული ვიზიტორების ეკოცნობიერება აამაღლოს. გვჯერა, მსგავსი აქტივობები დაგვეხმარება, ერთად შევქმნათ ერთიანი ეკომეგობრული გარემო.
image
მუსიკოსთა პარკს საკუთარი სათბური აქვს, სადაც ყოველწლიურად ასობით ახალი ნერგი კალმდება. ეს ნერგები გაზაფხულზე პარკის გარემოში ირგვებიან და ახალი სიცოცხლით ავსებენ მას. განსაკუთრებულად გვიხარია, რომ ეს სიცოცხლის ციკლი ყოველწლიურად მიმდინარეობს და ჩვენს გარემოში არსებული თითოეული ნერგი სრულად ჩვენი მებაღეების მიერ არის გამოზრდილი.

მოცეკვავე

ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲓ ᲒᲐᲜᲗᲐᲕᲡᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲨᲐᲓᲠᲔᲕᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ 3 ᲐᲣᲖᲘᲡᲒᲐᲜ ᲨᲔᲛᲓᲒᲐᲠ, 1 300 ᲙᲕ.Მ. ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲡ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ. ᲨᲐᲓᲠᲔᲕᲐᲜᲘ ᲚᲐᲖᲔᲠᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲝᲠᲘᲗᲐᲐ ᲐᲦᲭᲣᲠᲕᲘᲚᲘ, რომელთა ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ ᲬᲧᲚᲘᲡ ᲤᲐᲠᲓᲐᲖᲔ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲕᲘᲓᲔᲝ ᲓᲐ ᲤᲝᲢᲝᲛᲐᲡᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲢᲐᲜᲐᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘ. მოცეკვავე შადრევანი სეზონზე ჩამოსული დამსვენებლების ერთ-ერთი საყვარელი ატრაქციაა და მას ყოველკვირეულად ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

შადრევანი

fountain-image-0
fountain-image-0
ინტერაქციული სივრცეები
image

კოის ბაღი

იაპონური დეკორატიული თევზები და საკურა პარკის გარემოში იაპონური კულტურის მცირე წარმოდგენას ქმნის
image

მეთევზის ქოხი

პარკში მოხუცი, კეთილი მეთევზე ცხოვრობს, რომლის ქოხის კარი ბავშვებისთვის მუდმივად ღიაა
image

ხის სკულპტურები

პარკში არსებული დაზიანებული ხეები, ხის სკულპტურებად გარდაიქმნებიან და ჩვენს გარემოში ახალი სიცოცხლით ბრუნდებიან
image

დრაკონის ბუდე

ყველაზე მისტიური ადგილია პარკში, სადაც სიგრილეში ჩამოჯდომა და სხვებთან ამბების გაზიარებაა შესაძლებელი

გალერეა
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
gallery-image
[ SCROLL ]
სოციალური კამპანიები

დააპურე
20 ოქტ
დაალაგე
19 ოქტ
შემდეგი სივრცეციცინათელა