ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ვენიუ რეგიონში

Black Sea Arena ქვეყნის მთავარი ვენიუ და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დაარსების დღიდან, ათობით მსოფლიო ვარსკვლავის მასპინძლობით, Black Sea Arena-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში. დღეს კი სიამაყით ატარებს რეგიონის ყველაზე დიდი საკონცერტო არენისა და მულტიფუნქციური სივრცის სახელს.

Black Sea Arena-ს მშენებლობა 2008 წელს, ქართუ ფონდის ინიციატივით დაიწყო. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს, მისი ტექნიკური მონაცემები კი საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ტიპის, თუ სირთულის ღონისძიებები წარმატებით ჩავატაროთ. ამფითეატრის ტიპის ღია ვენიუ საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. სცენა კი, რომელიც 638 კვადრატული მეტრია დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს.

ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი შეიძლება დაიხუროს წვიმის დროს. გამჭვირვალე ლამელები იცავს აუდიტორიას მზისგან და ქარისგან, ხოლო როდესაც ისინი გახსნილია მაყურებლის წინაშე კავკასიონის მომნუსხველი ხედები იშლება. ყველა ეს დეტალი "Black Sea Arena"-ს შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებული გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.
ჩვენ ვმასპინძლობთ სხვადასხვა მასშტაბის და მუსიკალური კულტურის არტისტებს, რათა ყველა ადამინს მივცეთ საშუალება შეიგრძნონ მუსიკის ძალა




გასაოცარი არქიტექტურა დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტებით, რათა მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას
ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ტექნიკური აღჭურვილობა უსაფრთხოდ და სტანდარტების შესაბამისად იყოს დაცული, რასაც ჩვენი საწყობი უზრუნველყოფს.


მსოფლიოში წამყვანი განათების სისტემის მწარმოებელი იტალიური კომპანია. 2023 წლიდან Black Sea Arena მისი ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიაში.

სცენების, ალუმინის ფერმების სისტემების და სასცენო აღჭურვილობების წამყვანი კომპანია ბაზარზე, რომლის სცენასაც იყენებს Starring Georgia შოუებისთვის.

ხმის სისტემების მწარმოებელი ფრანგული კომპანია, რომელსაც დაარსების დღიდან პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიო ბაზარზე. სწორედ მის განათების სისტემებს იყენებს Starring Georgia შოუებისთვის