ჩვენი სახლის - დედამიწის წარმოდგენა ხეების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს სწორედ ეს ბინადრები ქმნიან. ამის გაცნობიერების პარალელურად, საგანგაშოა იმის წარმოდგენა, რომ ყოველდღიურად დედამიწა დაახლოებით 42 მილიონ ხეს კარგავს, ხოლო წლიურად ეს რიცხვი 15 მილიარდს აღწევს.
ხეები დედამიწის ყველაზე ძველი ბინადრები არიან, რომლებიც სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის საცხოვრებელ გარემოს და საკვებ პირობებს ქმნიან. სამწუხაროდ ხეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და ჩვენს დედამიწაზე უკვე 370 მილიონი წელია ცხოვრობენ, დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგანან, რაც მათი მასშტაბური გაჩეხვით არის გამოწვეული.
თუ არ შეგიმჩვენია გეტყვი, რომ ხეების შემცირებამ უკვე შეცვალა ჩვენი გარემო. ზაფხულში თუ ჟანგბადი არ გყოფნის და უფრო გცხელა ეს სწორედ ხეების გაჩეხვის ბრალია. მეწყერის გახშირება და სხვა ეკოლოგიური კატასტროფებიც ხის გაჩეხვას უკავშირდება. ამ პრობლემების გადასაჭრელად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს - დავრგოთ, მოვუაროთ და დავიცვათ დედამიწის ეს ყველაზე ძველი ბინადრები.
მათზე ზრუნვას და ფიქრს ყველაზე კარგად ისეთი დღეები გვახსენებენ, როგორიცაა “ დარგვის საერთაშორისო დღე”, რომელიც 21 მარტს აღინიშნება და მის ფარგლებში, მსოფლიოში, მილიონობით ხე ირგვება. ამ დღესთან შესახვედრად, მეც ვაწარმოე კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელი თვის მანძილზე ჩემს მეგობრებს ხეების დაცვისა და გაფრთხილებისკენ მოვუწოდებდი და მათზე საინტერესო ამბებს ჩემი სოც მედია გვერდების საშუალებით ვუზიარებდი. ჩემს გარემოში კი 3 ლოკაცია გამოვყავი, სადაც კამპანიაში ჩართულ ჩემს მეგობრეთან ერთად ნეკერჩხლის ნერგები დავრგე, ჩვენი პლანეტის მომავლისთვის. ჩემმა სხვა ბინადრებმა უკვე გაიცნეს თითოეული ახალი ნერგი, რომლებიც მართალია ჯერ ჩვენს ზრუნვას საჭიროებენ, თუმცა ზრდასრულ ასაკში თითოეული დარგული ხე 100 -დან 120 - კილოგრამამდე ჟანგბადს გამოყოფს, რაც ჩემთან სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ხოლო მათ, ვინც ჩმეს გარემოს ეს ნერგები შემატა შეეძლებათ ნებისმიერ დროს მოინახულონ და მათი ზრდის პროცესს თვალი ადევნონ.
მუსიკოსთა პარკის არსებობის მანძილზე არაერთი ეკო პროექტი განმიხორციელებია, თუმცა ეს ის კამპანია აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რამაც დამანახა, თუ სინამდვილეში რამდენ ადამიანს სურს, ჩვენი ერთადერთი სახლის, დედამიწის მომავალზე ზრუნვა.