ვაშლოვანის კოშკი („სალხინო“)

ვაშლოვანის კოშკი „სალხინო“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანის მახლობლად. უცნაური ისაა, რომ ეს შუა საუკუნეების კოშკი არასდროს ყოფილა გამოყენებული საბრძოლველად.
ამ დროს ძალიან იშვიათად შეხვდებოდით კოშკს, რომელიც საბრძოლო დანიშნულებას არ ატარებდა და მისი მთავარი მიზანი ლხინის გამართვა იყო. სახელი „სალხინოც“ სწორედ აქედან მოდის. დაცული წარწერების მიხედვით, 1811 წელს აშენებული ვაშლოვნის კოშკის ქტიტორად გვევლინება რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი თამაზ ორბელიანი, ხუროთმოძღვრად — ვინმე ოსტატი გიორგი.
იცოდით თუ არა, რომ...
1. გეგმით, მრგვალი კოშკი რიყის ქვითა და აგურითაა აშენებული და სათოფურებითაა აღჭურვილი. შემორჩენილია 3 სართული, ყოველ მათგანში თითო ოთახია.
2. ვაშლოვანის კოშკს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.