SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

წუნდის ეკლესია

gallery image
სოფელ ნაქალაქევში მდებარე წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია ყოფილი საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარია. ის XII–XIII საუკუნეებში ტერასებით გარშემორტყმულ კლდოვან ბაქანზეა აგებული. მოგვიანებით ტაძარზე კარიბჭე მიაშენეს, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მცირე სათავსოები დაამატეს. ეკლესია, კარიბჭე და სხვა მცირე სათავსოები ერთდროულად ნაგები არაა.


დარბაზული ეკლესია კარგად დამუშავებული ქვიშაქვითაა ამოყვანილი. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ხოლო დასავლეთის კარი საგულდაგულოდაა ამოშენებული. სავარაუდოა, რომ ეს კარი გალავნის აგების შემდეგ გააუქმეს. სამხრეთიდან თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით ორი, დაახლოებით ერთი ზომის კარი იყო გაჭრილი. კარიბჭის მიშენების შემდეგ ერთი კარი გააუქმეს. დასავლეთის კარის არქიტრავზე განთავსებული სამშენებლო წარწერის მიხედვით, ტაძარი აუგია „იჩქით გურგენის ძეს“, რომელიც თამარ მეფის დროს ძლიერი ფეოდალი იყო.

იცოდით თუ არა, რომ...

1. 1938 წელს სიძველეთა დაცვის კომიტეტმა წუნდის რესტავრაცია ჩაატარა (ამ დროს გაიწმინდა და ნაწილობრივ გამაგრდა ეკლესია). სრული რესტავრაცია ტაძარს 1982 წელს ჩაუტარდა (არქიტექტორ-რესტავრატორი ტ. მჭედლიშვილი).