SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ბათუმის წმ. ნიკოლოზის ეკლესია

gallery image
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია არქიტექტურულად გამორჩეულია და XIX საუკუნით თარიღდება. ერთხანს ის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია იყო ბათუმში. ნაგებობა ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესიაა.


ეკლესია აგებულია 1865-1871 წლებში ადგილობრივი ბერძნების მიერ, როდესაც ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ეკლესია 1930-იან წლებში დაიხურა. 1948 წელს, კათალიკოს-პატრიარ კალისტრატეს შუამდგომლობით, ღვთისმსახურება აღდგა. შენობა წარმოადგენდა რუსული, კლასიცისტური სტილის ნიშნების მატარებელ ნაგებობას, რომელმაც დღევანდელი სახე 2009 წლის რეკონსტრუქციის დროს მიიღო.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ტაძრის დასავლეთით ნართექსია მოწყობილი, რომლის ზემოთაც პატრონიკეა. ამ ნაწილს ზემოთ სამრეკლო ადგას. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარცხენა ნაწილში ქვის ფილაა ჩასმული, რომელზეც წმ. ნიკოლოზის რელიეფური გამოსახულებაა ბერძნული წარწერით, აქვეა მოცემული ტაძრის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღი.

2. პირველი ლიტურგია ტაძარში 1871 წელს აღევლინა.

3. 1946 წელს, მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.