SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

სენაკის თეატრი

gallery image
ბაროკოს სტილში შესრულებული სენაკის დრამატული თეატრის შენობა რეგიონული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილია. ნაგებობა ქალაქ სენაკის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს და გეგმით, სწორკუთხედს წარმოადგენს. მოხატულია ვესტიბიულის და საკონცერტო დარბაზის ჭერი.


სენაკის დრამატული თეატრის შენობა 1955–1959 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი ვახტანგ გოგოლაძეა. განვლილი წლების განმავლობაში, თეატრის შენობა არაერთხელ დაზიანდა და შეაკეთეს, რამდენიმე წლის წინ კი, მისი სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ თეატრი სენაკში ამ შენობამდე გაცილებით ადრე არსებობდა. თეატრალური ხელოვნების ჩასახვა და განვითარება სენაკში ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო.

იცოდით თუ არა, რომ...

1. 1881 წლის თებერვალში დაბა ახალსენაკში ადგილობრივი ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა. ნაჩვენები იქნა მოლიერის „ძალად ექიმი“.

2. 1902 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სენაკის თეატრალური დასისთვის გამოყო შენობა, რომლის რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელი შეიქმნა დასის ნორმალური მუშაობა. ამასთანავე, შესაძლებელი გახდა საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თეატრალური დასების გასტროლების გამართვა.