SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ონის სინაგოგა

gallery image
1895 წელს აგებული ეს არქიტექტურული ძეგლი რაჭაში, ონში მდებარეობს. შენობა ეკლექტიზმის სტილშია აგებული და საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის, თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ, სიდიდით მესამე ადგილს იკავებს. 2006 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


შენობის პროექტი ონში რაბინმა, ელია ამშიკაშვილმა ჩამოიტანა. ის ვარშავაში სწავლობდა. როცა ევროპაში მსახურება შესთავაზეს, უარი თქვა, მიზეზად კი, საქართველოში მაცხოვრებელი მორწმუნე ადამიანები დაასახელა, რომელთა მიტოვებასაც რაბინი არ აპირებდა. „რწმენა აქვთ, სალოცავი კი — არაო“ — უთქვამს ელია ამშიკაშვილს. გავლენიან ებრაელებს ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და საქართველოში სინაგოგის ასაგებად ფულის შეგროვება დაუწყიათ.

იცოდი თუ არა, რომ...

1. სინაგოგის სამშენებლო მასალად თეთრი კირქვაა გამოყენებული. სახურავი გუმბათიანია. შენობას ოთხკუთხედი ფორმა აქვს და აღმოსავლეთისკენაა მიმართული. გუმბათი მრავალქიმიანი დავითის ვარსკვლავით სრულდება.

2. 1920-იან წლებში კომუნისტებმა ონის სინაგოგის დანგრევის ბრძანება გასცეს, მაგრამ ამშიკაშვილი, ოჯახთან ერთად, შიგნით შეიკეტა, ებრაელმა და ქართველმა ქალებმა ჩვილებით ხელში შენობას ალყა შემოარტყეს და დანგრევას გადაარჩინეს.