SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ნეკრესის მონასტერი

gallery image
სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ნეკრესის ნაქალაქარის თავზე, ტყით შემოსილ ფერდობზე მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაში შედის IV საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდის ნაგებობები: უძველესი მცირე ეკლესია, ღვთისმშობლის შობის სამეკლესიიანი ბაზილიკა, მთავარანგელოზთა ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ეპისკოპოსის პალატი, მარანი, კოშკი, სატრაპეზო, მცირე სამლოცველოები, ბერთა სენაკები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.


IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. აქაური მღვდელმთავრები სამწერლო ასპარეზზეც იღვწოდნენ.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა, არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს.

2. XX საუკუნის 20-იან წლებში ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით 1940-1950 წლებში კომპლექსზე დაცვით-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

3. აბიბოსი ერთია იმ ასურელ მამათგან, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოვიდნენ. აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მან მკაცრად გაილაშქრა.