ქუთაისის დრამატული თეატრი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უდიდესი და უმთავრესი თეატრის შენობაა, რომელიც 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ის 16 წლის განმავლობაში შენდებოდა. ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრების საერთაშორისო კონვენციის წევრია და აქტიურად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, ისე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
თეატრს ამ შენობის არსებობამდე, კერძოდ — 1894-1905 წლებში ხელმძღვანელობდა. მართალია, ეს შენობა არ არსებობდა, თუმცა ქუთაისის თეატრალური საზოგადოება მთელი საუკუნით ადრე ფუნქციონირებდა. ყველაფერი 1861 წლის 3 მარტს დაიწყო, როცა ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, დრამატურგ გიორგი ერისთავის კომედია — „გაყრა“ —, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში.
იცოდით თუ არა, რომ...
1. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
2. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებითა და კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედთან ერთად, აქ თავისი საუკეთესო სპექტაკლები გამართა.
3. ლადო მესხიშვილის სახელი ქუთაისის თეატრს 1940 წელს მიენიჭა.