SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

იკორთა

gallery image
შიდა ქართლის ხეობაში შეფენილი, XII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. იგი გამოირჩევა მდიდრული ჩუქურთმებითა და შესრულების მაღალი ოსტატობით. ტაძარი მიეკუთვნება გუმბათოვანი ტაძრების იმ ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.


ძეგლი XII საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებში აქ მონასტერი იყო, თუმცა სამონასტროს დაარსებასთან დაკავშირებით ცნობები არ შემონახულა. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მონასტერი და ეს მხარე გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ ეს ადგილი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი საკმაოდ რთულ ციტადელს ეკავა. გალავანი ჩვენამდე არ მოუღწევია, შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევები. ციტადელი ძალიან დაზიანებულია. ტაძრის ფასადებზე შემონახულია წარწერები, რომლებზეც ქტიტორთა სახელები და ეკლესიის აგების თარიღი - 1172 წელი იკითხება.

იცოდით თუ არა, რომ...

1. იკორთის ტაძარში დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების მეთაურები - ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ერისთავები. ისინი ირანში წამებით მოკლეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი, მათი ნეშტები მალულად გადმოასვენეს იკორთაში.

2. იკორთის ტაძარი ქვემო ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ იკორთის განაპირას (2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

3. ტერიტორია, სადაც იკორთის ტაძარი მდებარეობს, 2008 წლიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იკორთის ტაძრის ყველაზე ახლოდან დანახვა ამჟამად შესაძლებელია სოფელ ქიწნისიდან.