გორის ციხე

ქალაქ გორში, კლდოვან გორაკზე გაშენებული უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა შიდა ქართლს. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას ნიშნავდა. გორის ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას XI–XII საუკუნეების დარბაზული ეკლესია.
ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი, მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ, თუმცა ციხემ მალევე დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი.
2. ციხეს ჰქონდა წყალასცავი და გვირაბი წყლის ამოსაზიდად/
გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ. 1950-იან წლებში ის ნაწილობრივ აღადგინეს, შემდგომ კი პერიოდულად ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები.
4. გორის ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას XI–XII საუკუნეების დარბაზული ეკლესია.
5. გორის ციხე ატარებს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს.