საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა

საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა 1975 წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ. ნაგებობა პოსტკონსტრუქტივისტული, მოდერნისტული სტილით გამოირჩევა. ამ მონუმენტურ შენობას, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“.
1970-იანების თბილისის ყველაზე ორიგინალურ შენობას თავის დროზე არც ზუსტი ანალოგი და არც რაიმე დედანი გააჩნდა. ის ხისტი კონსტრუქციულობითა და გეომეტრიულობით გამოირჩევა, მაგრამ, ამავდრულად, კომფორტულად არის განთავსებული ლანდშაფტში, რასაც წლების განმავლობაში კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი მწვანე, მცენარეებით დაფარული ფასადები. 1977 წელს ჟურნალ „Domus-ის“ 577-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თბილისის ახალ არქიტექტურულ ნაგებობას ეხებოდა. აღნიშნული შენობა, როგორც არქიტექტურული შედევრი, შევიდა მოხვდა საგამომცემლო სახლის, „TASCHEN-ის“ ახალ გამოცემაში. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპულარულ გამოცემაში.
იცოდით თუ არა, რომ...
1. სამი განსხვავებული საწყისის — გეომეტრიულობის, ფორმალიზმისა და ლანდშაფტურობის სინთეზი გარეგნულადაც საინტერესოს ხდის საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილ შენობას, რომლის მთავარი ორიგინალურობა არა ვიზუალურ ესთეტიკაში, არამედ არქიტექტურულ გეგმაში მდგომარეობს.
2. მკვლევრები სხვადასხვა პერიოდის ურბანისტულ კულტურაში ეძებენ 1975 წელს თბილისში აგებული ამ ნაგებობის იდეის საფუძვლებს; იმას თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა არქიტექტორების გავლენა, ვიდრე ასეთ ექსპერიმენტს ჩაიფიქრებდნენ. რთული იქნება გავექცეთ საბჭოთა არქიტექტურის გამოცდილებას, რომელიც 20-იანი წლებიდან იწყებს ათვლას და 70-იან წლებამდე თავისებური ექსპერიმენტებისა და ტენდენციების გამოცდილებით მოდის. სწორედ 20-იანი წლებია ის პერიოდია, საიდანაც ყველაზე მეტად უნდა საზრდოობდეს საქართველოს ბანკის ამჟამინდელი სათავო ოფისის შენობის ფორმა და იდეური ჩანაფიქრი.