SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ელიას მონასტერი

gallery image
ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე. ელიას მთაზე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მე-6 საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს, წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, აქ უამრავი ხალხი იკრიბება — ღამეს ათევენ და ლოცვას აღავლენენ.


ძეგლის შესახებ ცნობას გვაწვდის ალექსანდრე დიუმა, რომლის თანახმადაც, მთის შუაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მაცხოვრებლები. სამლოცველოს თავდაპირველი ნაგებობებისგან არაფერია შემორჩენილი, ისინი შესაძლოა მთლიანად მოქცეული ყოფილიყო ბუნებრივ მღვიმეში, რომელიც იმ დროისთვის უფრო დიდი და საცხოვრებლადაც უფრო ვარგისი გახლდათ. ის, რაც დღემდე შემორჩა, ძეგლის მეორედ აღორძინების პერიოდის — XVI საუკუნეს უნდა უკავშირდებოდეს, როცა კახთა მეფის, ალექსანდრე II-ის დროს კომპლექსი, ფაქტობრივად, ხელახლა აშენდა. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა. წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს".

იცოდით თუ არა, რომ...

1. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ელია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა. მან საკუთარი მოსასხამი თავის მოწაფეს, ელისეს დაუტოვა, თვითონ კი, მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა.

2. წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს (დღევანდელი ქიზიყი) დაატყდა თავს.

3. 1616 წელს, კახეთის აოხრებისას, სამლოცველო დაანგრიეს. სამლოცველო მესამედ ერეკლე II-ის დროს, XVII საუკუნეში აღორძინდა. ძეგლი იმ დროისთვის უკვე საფუძვლიანად დანგრეული ყოფილა. XIX საუკუნეში სამლოცველო პასიურად, მაგრამ მაინც მოქმედებდა. XX საუკუნეში გასაბჭოებული საქართველოს დროს, ძეგლი კვლავ განადგურდა. 2004-2006 წლებში მამა ნიკოლოზ ლომსაძისა და ბოდბელი ეპისკოპოსის — მეუფე დავითის თაოსნობით, ტაძარი მთლიანად აღადგინეს, რასაც წინ უსწრებდა არქეოლოგიური სამუშაოები. გათხრებმა ნათელი მოჰფინა ნაგებობის ქრონოლოგიასა და ძეგლის ისტორიას.