სურბსარქისი (ეჩმიაძინი)

თბილისში, ავლაბარში მდებარე მე-19 საუკუნის სომხური არქიტექტურის ნიმუში. ის ძირითადად, იმეორებს შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტრუქტურას, თუმცა ფასადთა გაფორმებასა და ინტერიერის ცალკეული ფორმების დამუშავებაში ჩანს კლასიციზმის გავლენაც.
1806-1808 წლებში თბილისში, კერძოდ კი, ისანში დასახლებულმა ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. 1846 წელს ის გაფართოვდა და „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიად გადაკეთდა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
2. წმინდა სარქისი (სომხურად სურბ სარქისი ან სურფ სარქისი) ადრექრისტიანული მეომარ-წამებული, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანია, რომელიც შეყვარებულთა მფარველად ითვლება.