ბოლნისის სიონი

ეს ტაძარი V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც ბოლნისში მდებარეობს. სწორედ ბოლნისის ტაძრის ფასადებმა შემოგვინახა საქართველოში არსებული უძველესი ქართული წარწერები. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებები (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკაა საქართველოში. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მის ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერის მეშვეობით მოხერხდა. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა. დაზიანება, ძირითადად, შეეხო კამარებსა და დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. ამ დროს იქნა გაჭრილი დასავლეთის კარიც. ამავე საუკუნის ბოლოს, გიორგი XI-ის ბრძანებით, ბოლნელმა ეპისკოპოსმა, ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. 1970-1971 წლებში ტაძარს მნიშვნელოვანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
იცოდით თუ არა, რომ...
1. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს.
2. ბოლნისის სიონის სამი წარწერა ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ.
3. ბოლნისის სიონი გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით — მთავარი ყურადღება შიდა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა კი, მეორეხარისხოვანია.
4. ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანული სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოხატულ თავისებურებებსაც.
5. ბოლნისის სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.