SG
[ ყველა მინიატურაზე დაბრუნება ]

ახალციხე (რაბათის) ციხე

gallery image
რაბათის, ანუ ახალციხის ციხე ისტორიული ციხეა, რომელიც ქალაქ ახალციხეში, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის საუკუნეების წინ ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხესიმაგრეში ერთად თანაარსებობს ქრისტიანული ტაძარი და მეჩეთი.


ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. აქ არსებულ ციხეს თავდაპირველად სხვას ახელი ჰქონდა და XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო სამხრეთ საქართველოს წარჩინებულმა ფეოდალმა, ბეშქენ II ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებლის დავალებით, თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ, საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქების აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა. ეს ციხე რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ.

იცოდით თუ არა, რომ...

1. ახალციხე სამცხის მნიშვნელოვანი სავაჭრო, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. იგი 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკი აბრაგების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა.

2. ციხესიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.

3. 2011-2012 წლებში ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი განთავსდა.