Chairman of the Board
ამიკო ჯანელიძის სახელი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში 20 წელზე მეტია ცნობილია. ჯერ კიდევ 90იან წლებში, მაშინ როდესაც ქართული ჰიპ-ჰოპ კულტურა იქმნებოდა, მისი ერთ-ერთი მთავარი პიონერი ამიკო ჯანელიძე იყო, რომელმაც 2000-იანი წლებიდან კარიერა მუსიკალური პროდუსერობით გააგრძელა. დღეს კი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური გამოცდილებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
ამიკო ჯანელიძე Black Sea Arena-ს განვითარების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს ინიცირებაც, რომლის განვითარებაშიც 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას. ამიკო ჯანელიძე Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორიცაა, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.
Creative Chairwoman of The Board
ციცი იაშვილის გასართობ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება უკვე 20 წელს ითვლის. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მასშტაბური არტისტის ჩამოყვანა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. სანამ Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელი გახდებოდა ქვეყნის არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა თუ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო, რომლებიც საქართველოში პირველად განხორციელდა და ერთგვარ რევოლუციურ ხასიათს ატარებდა.
ციცი იაშვილი Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა და Starring Georgia-ს პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახდა 2023 წელს. ციცი იაშვილის სახელთან არის დაკავშირებული Starring Georgia-ს ეკოსისტემის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებაც, როგორებიცაა: სოციალური სივრცე, ჰორიზონტი და ჰეკატეს ბაღი.
Vice Chairman of the Board
ნოდარ ტრაპაიძე დიდი ხანია ჩართულია მუსიკალურ ინდუსტრიაში და ერთ-ერი წამყვანი პროფესიონალია არტისტების მენეჯმენტში. მსოფლიო მასშტაბის არტისტებთან მუშაობით და მასშტაბურ შოუებზე მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებით, ის Starring Georgia-ს მნიშვნელოვანი კადრია, რომელიც გლობალურ არტისტებთან, თუ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ყოფნისას, ნოდარ ტრაპაიძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს Starring Georgia-სთვის გლობალურ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორების მოძებასა და მათთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
Chef Executive Officer
თამარ ჩხაიძის კარიერა Black Sea Arena-ში იურისტის პოზიციაზე, 2016 წლიდან დაიწყო. ძლიერი ანალიტიკური გამოცდილების, სამართლისა და მენეჯმენტის ღრმა ცოდნის წყალობით, ის სწრაფად გახდა გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომელმაც Black Sea Arena-ს ორგანიზაციული და სტრატეგიული საფუძვლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
თამარ ჩხაიძე გახდა ერთ-ერთი განმსზაღვრელი ფიგურა Starring Georgia-ს კომპანიად გარდაქმნაში, რომლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მისი დაარსებიდან მალევე, 2024 წელს დაიკავა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურას, ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შორის ხიდების აგებაში და კომპანიის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.
Chef Financial Officer
ვატო ტუკვაძე Starring Georgia-ს ფინანსურ სტრატეგიასა და ოპერაციებს ზედამხედველობს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას და აქცევს მას ძლიერ მოთამაშედ გასართობი ინდუსტრიის ბაზარზე. ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში დიდი გამოცდილების ქონით, ვატო ტუკვაძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსხვილი ინვესტიციების წარმართვაში; უზრუნველყოფს მასშტაბური ღონისძიებებისა და პროექტებისთვის ეფექტური ეკონომიკური მოდელების შემუშავებას.
Executive Director & EVP of Production
კობი მანჯგალაძე Starring Georgia-ს გუნდის ის წევრია, რომლის გარეშეც საერთაშორისო სტანდარტების ღონისძიების ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა. 2016 წლიდან დღემდე, მისი პროფესიონალიზმი იმის გარანტია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება ტექნიკურად სრულად გამართული იქნება.
კობი მანჯგალაძის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ყველაზე დიდი სცენების თუ ბექსთეიჯების მშენებლობა რეკორდულ დროში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ევროპის წამყვანი ტექნიკური სისტემების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობები პირველად შემოეყვანა ჩვენს ორგანიზაციაში, ქვეყნაში და რეგიონში.
Chef Marketing Officer
თამარ ფურცხვანიძე Black Sea Arena-ს გუნდს 2021 წელს მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე შემოუერთდა. დღეს იგი Starring Georgia-ს მარკეტინგის ხელმძღვანელია და გუნდთან ერთად მუდმივად ზრუნავს ჩვენი ნებისმიერი პროექტის თუ ღონისძიების სრულყოფაზე. ჩვენი ეკოსისტემის ფარგლებში ყოველდღიურად ათამდე პროექტზე ვმუშაობთ, რომელთა სწორად დამუშავება და საჭირო აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი მარკეტინგის გუნდის მთავარი ამოცანაა.
Chef Technology Officer
თემო ახალაია Black Sea Arena-ს გუნდის წევრი 2021 წელს გახდა. თემოს კარიერა მარკეტინგის სპეციალისტით დაიწყო, დღეს კი იგი Starring Georgia-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს, რომელიც კომპანიის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მარკეტინგულ და ციფრულ სტრატეგიებს აერთიანებს. ის კრეატიულობას ტექნოლოგიასთან აკავშირებს გამორჩეული შედეგების მისაღწევად. თემო ახალაიას მრავალწლიანი გამოცდილება ჩვენთვის გარანტია იმისა, რომ ყველა ღონისძიება და ციფრული პროექტი უმაღლესი სტანდარტებით შესრულდეს.