YE, საქართველოში ლაივ შოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში გამართავს.
12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West, YE წარდგება, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა.
ვარსკვლავის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია. 2026 წელს, არტისტმა ახალი ალბომი - Bully გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი, წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა.
სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში, YE 12 ივნისს, დინამო არენაზე წარდგება.