SG
[ Back to all blogs ]
დარგე ხე მუსიკოსთა პარკში
ჩვენი სახლის - დედამიწის წარმოდგენა ხეების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს სწორედ ეს ბინადრები ქმნიან.
latest-blog-image
share to: Facebook

ჩვენი სახლის - დედამიწის წარმოდგენა ხეების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს სწორედ ეს ბინადრები ქმნიან. ამის გაცნობიერების პარალელურად, საგანგაშოა იმის წარმოდგენა, რომ ყოველდღიურად დედამიწა დაახლოებით 42 მილიონ ხეს კარგავს, ხოლო წლიურად ეს რიცხვი 15 მილიარდს აღწევს

 

ხეები დედამიწის ყველაზე ძველი ბინადრები არიან, რომლებიც სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის საცხოვრებელ გარემოს და საკვებ პირობებს ქმნიან. სამწუხაროდ ხეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და ჩვენს დედამიწაზე უკვე 370 მილიონი წელია ცხოვრობენ, დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგანან, რაც მათი მასშტაბური გაჩეხვით არის გამოწვეული.

შემომიერთდი 21 მარტს, მუსიკოსთა პარკში
თუ არ შეგიმჩვენია გეტყვი, რომ ხეების შემცირებამ უკვე შეცვალა ჩვენი გარემო. ზაფხულში თუ ჟანგბადი არ გყოფნის და უფრო გცხელა ეს სწორედ ხეების გაჩეხვის ბრალია. მეწყერის გახშირება და სხვა ეკოლოგიური კატასტროფებიც ხის გაჩეხვას უკავშირდება. ამ პრობლემების გადასაჭრელად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს - დავრგოთ, მოვუაროთ და დავიცვათ დედამიწის ეს ყველაზე ძველი ბინადრები.

მათზე ზრუნვას და ფიქრს ყველაზე კარგად ისეთი დღეები გვახსენებენ, როგორიცაა “ დარგვის საერთაშორისო დღე”, რომელიც 21 მარტს აღინიშნება და მის ფარგლებში, მსოფლიოში, მილიონობით ხე ირგვება.

გადავწყვიტე მსოფლიო კამპანიას მეც შევუერთდე და ჩემს პარკში ხეები დავრგო. თუ შენთვისაც მნიშვნელოვანია ხეებზე ზრუნვა, მაშინ შემომიერთდი 21 მარტს, მუსიკოსთა პარკში. ნერგებს და ყველა საჭირო ხელსაწყოს მე დაგახვედრებ, შენ მხოლოდ რეგისტრაცია გაიარე და დამეხმარე - ერთად შევმატოთ ჩვენს პლანეტას ის ბინადრები, რომლებიც მას ძალიან სჭირდება.